danvex

ინფორმაცია პროდუქციაზე

DanVex - ის ტენის ამომშრობი დანადგარები აუზებისთვის

DanVex - ის აუზებისთვის განკუთვნილი ტენის ამომშრობი დანადგარები შექმნილია კომფორტული ტენიანობის დონის კონტროლისთვის საცურაო აუზებში, აკვაპარკებში, საუნებში და ტენიანობის მაღალი დონის მქონე სხვა ადგილებში. ჰაერის ტენიანობის დონე მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

დახურული საცურაო აუზების მფლობელებს ყოველთვის ერთი დიდი პრობლემა ექმნებათ - მაღალი ტენიანობა. ეს ხდება საცურაო აუზიდან ტენის აორთქლების გამო, რომელიც კონდენსირდება შენობის სხვადასხვა ადგილებში. დახურული საცურაო აუზი არა მხოლოდ კომფორტის, არამედ გაზრდილი საფრთხის მქონე ადგილია. მხოლოდ ტენის ამომშრობი, ვენტილაციისა და წყლის ფილტრაციის გამართული სისტემით შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ. DanVex-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს ორი განსხვავებული ტიპის სისტემა შიდა აუზებში ტენიანობის დონის გასაკონტროლებლად. ყველა მოდელი დამზადებულია ფინეთში და აქვს შესანიშნავი დიზაინი.
DanVex-ის აგრეგატები დამონტაჟებულია და გამოიყენება სხვადასხვა SPA ცენტრებში, ფიტნეს ცენტრებში და სხვადასხვა ზომის დახურულ აუზებში. ჩვენი სისტემით შეგიძლიათ აირჩიოთ თუ სად მოხვდება კონდენსატი, დაბრუნდება საცურაო აუზში თუ გავა სადრენაჟე სისტემაში.

ტენის ამოშრობა სასტუმროებში

სასტუმროს შეიძლება ჰქონდეს ტენიანობის მრავალი წყარო. შადრევნებიდნ, აუზებიდან და ბაღებიდან ტენიანობა ჰაერში იშლება. სასტუმროს ნომრებში განთავსებული საშხაპეები, ჯაკუზები წარმოქმნის ორთქლს. სასტუმროს დახურული აუზი კი ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. დახურული აუზები, აკვაპარკები წყლის დიდ რაოდენობას მოიხმარს, რომელიც ტენიანობის დონეს წევს მაღლა.

ტენის ამოშრობა სპორტ დარბაზებსა და საშხაპე ოთახებში

სპორტ დარბაზები გახლავთ ბაქტერიების, სოკოების და ობის გასამრავლებელი ადგილი. აღნიშნული ტიპის ობიექტებს შეიძლება ჰქონდეთ ტენიანობის მრავალი წყარო: საცურაო აუზები,საუნები, საშხაპე ოთახები. გარდა ამისა, ყოველი ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს, არის ტენიანობის გამომყოფი წყარო. სხეულიდან გამოყოფილი ჭარბი ოფლის აორთქლება ხდება ჰაერში.

მოდელები  DanVex DEH-1200p , DEH-1700p

ეს მოდელები გამოირჩევა ლამაზი დიზაინით.
დანადგარი შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას. აღნიშნული მოდელებს გააჩნია მარტივი მართვის პანელი და ის ავტომატურად აკონტროლებს ოთახში ტენიანობის დონეს.

DanVex DEH-WP

აღნიშნული სერიაში შედის მოდელების ასორტიმენტი, რომლებიც განკუთვნილია მცირე და საშუალო საცურაო აუზებისთვის. ყველა მოდელი შეიძლება დამონტაჟდეს კედელზე იმ სივრცეში, სადაც განთავსებულია აუზი. მოცემული დიზაინით მომხმარებელი ზოგავს ადგილს ოთახში.

დადებითი მხარეები:


DanVex - ის სამრეწველო პორტატული და სტაციონალური დანადგარები

პორტატული და სტაციონალური დანადგარები გამოიყენება შემდეგი ობიექტებისთვის: სარდაფები, საწყობები, საწარმოო ობიექტები, მარნები, სათბურები, ფარმაცევტული ქარხნები. კვების მრეწველობა.
სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, ხის მასალის, თევზეულის, მარცვლეულის, კარტოფილის გამოშრობისთვის და მრავალი სხვა დანიშნულებისთვის.


სამშენებლო მასალების უმრავლესობა, რომლებიც გამოიყენება ახალი შენობის ასაშენებლად ან სარემონტო სამუშაოებისთვის გადის სველ პროცესს. ამ გზით ხდება მაგალიათად ბეტონის ფილების,თაბაშირის, კედლისა და იატაკის საფარის დამუშავება. პროცესის დროს შენობის შიგნით გამოიყოფა ჭარბი რაოდენობის ტენი. სარემონტო სამუშაოების დროს ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან არ მოხდეს შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზების გამოვლენა.
DanVex - ის სამრეწველო ხაზის დანადგარები უზრუნველყოფს სასურველ ტენიანობის და ტემპერატურის კონტროლს. პორტატულ აგრეგატებზე დამაგრებული სპეციალური ბორბლების მეშვეობით შესაძებელია მათი გადაადგილება სასურველ ადგილზე, თუნდაც რთულ მისადგომებში
ან კიბეებზე.
DanVex - ის სამრეწველო სისტემები, რომლებიც განკუთვნილია საწყობებისთვის და ნებისმიერი ტიპის ინდუსტრიული შენობებისთვის საკმაოდ გამძლეა, შეუძლია დაფაროს საკმაოდ დიდი ფართობი, ჰაერის მაღალი ნაკადის მეშვეობით იგი აშორებს დიდი რაოდენობით ტენს. ასევე მნიშვნელოვანია თვითრეგულირების ფუნქცია და უწყვეტი სადრენაჟე სისტემა.
DanVex გთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს სამრეწველო და კომერციული ობიექტებისთვის. თქვენ არასოდეს შეგაწუხებთ მაღალი ტენიანობა. ჩვენი მაღალი კლასის ტექნიკა სრულ კომფორტს შეუქმნის საწარმოს, პროდუქციას და თანამშრომლებს.